ქობულეთში სამი დღეა გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს ეძებენ

18 წლის გოგი დოლიძეს ეძებს ოჯახი. მამის ზორბეგ დოლიძის განცხადებით, მისი შვილი 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა სამძებრო სამუშოებითვის უკვე მიმართა პოლიციას. შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ზორბეგ დოლიძემ ”აიპრესს” განუცხადა, მის შვილს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი და მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშ ”ლურჯ ვეშაპს” უკავშირებს.

”ჩემი შვილი 7 დეკემბერს გავიდა სახლიდან სკოლაში და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 10 საათზე დავურეკეთ მის მობილურზე და ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. მივმართე პოლიციას და ვითხოვ, რომ მოძებნონ ყველა ხერხით, რაც შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ინტერნეტთამაშს უკავშირდება, რაღაც ვეშაპი რომ არის,  რადგან მის ნოუთბუქზე ეკრანზე აქვ დაყენებული ვეშაპის ფოტო და ის ხშირად ინტერნეტთამაშებს.

სრულწლოვანია, მაგრამ საზღვარი არ დაუტოვებია ვიცი, პასპორტი სახლში აქვს დატოვებული.”

ოჯახი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები