ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
“ბათუმები”

სხვა ვიდეოები