ქობულეთში სტიქიის შედეგად დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები იწმინდება

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. იწმინდება სტიქიის შედეგად დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით 13 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
სოფელ ბუკნარში მოსახლეობას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები