ქობულეთში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება

ქობულეთში გამთენიისას ძლიერი წვიმის შედეგად წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობასთან დაზიანდა მილი, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგება შეიზღუდა. ამ დროისათვის დაზიანება აღმოფხვრილია. მოსახლეობის წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. არსებული მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფისირებულა. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ტექნიკური ჯგუფები. სინოპტიკოსთა პროგნოზით უამინდობა კიდევ 2 დღეს შენარჩუნდება.

“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები