ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამომსახურეო ძაღლები დაიცავენ

დღეიდან ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წესრიგს სამომსახურეო ძაღლებიც დაიცავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო ცხადაძე წერს.

მისვე ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები