რა პრობლემებია ქედის ისტორიულ მუზეუმში

გასულ წელთან ქედის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მუზეუმს ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, დაზიანებულია იატაკი და განათების სისტემა. მცირეა ექსპონატებისთვის განკუთვნილი ფართობი, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიტორების სიმცირეს არ უჩივის. დამთვარიელებელთა  შორის არიან უცხოელი ტურისტები, უკრაინელები, რუსები და თურქები.

ქედის მუნიციპალიტეტი მუზეუმის ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადატანას მომავალ წელს გეგმავს. განიხილება ორი ალტერნატიული ტერიტორია, მათ შორისაა მახუნცეთი. ქედაში მუზეუმი 17 წელია რაც არსებობს. ექსპონატების რაოდენობამ გახსნიდან დღემდე 5 ათასს მიაღწია.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები