რა სანქცია შეიძლება გატარდეს მარინა დარჩიძის მიმართ

პარტიული აგიტაცია საჯარო სკოლაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.

თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ მარინე დარჩიძე შუახევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია და იგი  ცესკოს წარმოადგენს. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ამავე უბანზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.  მომხდართან დაკავშირებით სკოლის დისციპლინარული კომიტეტი  იმსჯელებს. შუახევის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დროშები საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სავარაუდოდ ბავშვებმა მიიტანეს,  რაც მასწავლებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები