რაგბის დასავლეთ რეგიონალური ტურნირი

ბათუმი „არენა“ რაგბის სტადიონზე სტარტი აიღო ცნობილი მორაგბის ამიან ალანიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა “შვიდკაცა” რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა.
ტურნირი 2002-2003 წწ დაბადებულთა შორის მიმდინარეობს და მასში ბათუმის,ქუთაისის, ოზურგეთის,ჩოხატაურის, ჩაქვისა და ქედის 9 გუნდი ღებულობს მონაწილეობას.
ტურნირი 2016 წელს აჭარის რაგბის განვითარების საქველმოქმედო ფონდი “დელფინების” პრეზიდენტის ზვიად უნგიაძის ინიციატივით დაარსდა და ტრადიციული ხასიათი შეიძინა.
ტურნირის გახსნას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების განმარტებით სამომავლოდ ტურნირი საერთაშორისო ხასიათს მიიღებს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

სხვა ვიდეოები