რატომ აღმოჩნდა მწვანე ნარგავები მოსაცდელებში

ქობულეთში ახალი მოსაცდელების ნაწილი მწვანე ზოლზეა განთავსებული, რის გამოც ბორდიურზე დარგული ხეები კონსტრუქციის შიგნით მოექცა.

ქობულეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა. ის მცენარეები კი, რომლებიც მოსაცდელში აღმოჩნდა გვერდით უნდა გადაირგოს. კითხვაზე რატომ ათავსებენ რკინის კონსტრუქციებს ბორდიურებზე? ზაზა კაკაციშვილი გვპასუხობს, რომ მოსაცდელებისთვის სპეციალური ადგილები დატოვებული არ არის, რის გამოც საფეხმავლო ბილიკის გაჭრა გახდა აუცილებელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე სულ 33 ახალი მოსაცდელი მონტაჟდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები