”რეგიონებში აგიტატორებისა და კოორდინატორების მობილიზებაა, რომლებსაც თან აქვთ სიები და უბნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავენ – საია

‘’საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ მედიაცენტრში მორიგი ბრიფინგი გამართა. ანა ნაცვლიშვილი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უბანზე 52, ოლქებში კი  34 საჩივარი უკვე დაწერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა 105 შენიშვნა დააფიქსირეს.

დარღვევები რამდენიმე სახისაა. საიას თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლის ნების აღკვეთის ფაქტები კვლავ გრძელდება. რეგიონებში აგიტატორებისა და კოორდინატორების მობილიზებაა, რომლებსაც თან აქვთ სიები და უბნებზე მისულ მოქალაქეებს ღრიცხავენ.

ანა ნაცვლიშვილმა გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იყო ფაქტი, როცა რეგისტრატორს ხელმოწერის დაფიქსირება დაავიწყდა. ასევე მარკირებაგავლილი პირები ხმის მიცემას განმეორებით ცდილობდნენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები