რეგიონში განსახორციელებელი პროექტები

მდგრადი პროექტები რეგიონში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებიც რეგიონებში მდგრადი პროექტების განხორციელებით დაინტერესებული არიან, სამუშაო შეხვედრა იმართება.

მასში 20-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობს. ღია პრეზენტაციები კითხვა პასუხის ფორმატში წარიმართება, ასევე მოეწყობა ინდივიდუალური გასაუბრებები. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბთან თანამშრომლობით იმართება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები