”რესპუბლიკური პარტიის” ბრალდება ”ქართულ ოცნებას”

“რესპუბლიკური პარტიის” ბრალდება “ქართულ ოცნებას”. დემურ მსახურაძის განცხადებით,  შუახევის საკრებულოს მოადგილე, გურამ ზოიძე  დახურულ კარს მიღმა  გამგებლის წარმომადგენლებს საკრებულოს შენობაში შეხვდა, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიც იყვნენ.

მისივე მტკიცებით, შეხვედრაზე არ დაუშვეს მისი მეუღლე ირინა ბერიძე, რომელიც სოფელ ფურტიოშიგამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეა, იმის მიუხედავად, რომ ის შეხვედრაზე დაბარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში” ამბობენ, რომ საარჩევნო კანონის ორი ნორმა დაირღვა. პირველი პარტიული საქმიანობისთვის  ადამიანური რესურსის გამოყენებაა, რომელიც ორგანიზატორისთვის 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო მეორე, შენობის გამოყენება საარჩევნო საქმიანობისთვის.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები