რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ძალოსნობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  რევაზ დავითაძემ მოიპოვა. სპორტსმენმა ატაცში 157, 162 და მესამე ცდაზე 165 კილოგრამი დააფიქსირა. ვერცხლის მედალი 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რამინ შამილიშვილმა მოიპოვა.

სპორტსმენები ხელვაჩაურისა და ჩაქვის სასპორტო სკოლაში აღიზარდნენ, ამ ეტაპზე   რევაზ დავითაძე ვარჯიშს თბილისში აგრძელებს.

ჩემპიონატი ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები