რეზო ფევაძის საიუბილეო საღამო

შუახევის კულტურის ცენტრში რეზო ფევაძის კულტურის სფეროში მოღვაწეობის 50 წლის და დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე,აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართვლოს პარლამენტის წვრი ანზორ ბოლქვაძე,რეზო ფევაძის კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ტარიელ ებრალიძემ ღვაწლმოსილი იუბილარი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
რეზო ფევაძე 1966 წლიდან აქტიურად შეუდგა კულტურის სფეროში მოღაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა უჩამბის სასოფლო კლუბ – ბიბლიოთეკის გამგედ და შემდეგ სასოფლო კლუბის გამგედ, შუახევის სარაიონო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად, სარაიონო კულტურის სახლის ინსტრუქტორ – მეთოდისტად. 1975-2003 წწ- ში სარაიონო კულტურის სახლს ხელმძღვანელობდა. 2004 – 2007 წწ- ში იყო კულტურის ცენტრის დირექტორი. მუშაობდა ასევე კულტურის ცენტრის მთავარ სპეციალისტად და ამასთან ანსამბლ შუახევის საერთო ხელმძღვანელად. 2011- 2014 წწ- ში იყო კულტურის ცენტრის მთავარი სპეციალისტი შემოქმედებითი საქმოანობის დარგში. 2015 წლიდან დღემდე კი კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების მთავარი სპეციალისტია საარქივო მასალების მოძიება დამუშავების დარგში.
რეზო ფევაძეს საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ ანსამბლები: ,,მარეთი“, ,,ჭვანა“, ,,შუახევი“, ,,ნაია“, ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები