რეზო წულუკიძე 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის მეორე ადგილის მფლობელია

თბილისში, ფრენბურთის არენაში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს და უცხოეთის 80 უძლიერესი ფალავანი იღებდა მონაწილეობას.

აბსოლუტურ ფალავნობაში, რომელიც ოთხ წონით კატეგორიაში – 80 კგ, 90 კგ, 100 კგ. +100 კგ გაიმართა, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის დიდების ნაკრებიც ასპარეზობდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში, აჭარის დიდების ნაკრების წევრმა რეზო წულუკიძემ, მე-2 ადგილი მოიპოვა და ბრძოლა განაგრძო საქართველოს აბსოლუტური ფალავნის საპატიო ტიტულის მოსაპოვებლად, თუმცა, ამ ბრძოლაში, ის დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ რეზო წულუკიძე საქართველოს 2011 წლის ჩემპიონია (ახალგაზრდები) ქართულ ჭიდაობაში. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ტიტულოვან ასპარეზობაში – საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობაში, 100 კგ. წონით კატეგორიაში მე-2 ადგილის მოპოვებას ულოცავს რეზო წულუკიძეს! უსურვებს კვალვაც მრავალი გამარჯვებით ესახელებინოს საკუთარი კუთხე, სპორტული ოჯახი და ჩვენი ქვეყანა!

წყარო:”აჭარის ა/რ განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები