“რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე ’’ გაიმართა. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან , საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყო სანახაობა ,,გლადიატორების ორთაბრძოლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე,აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის’’ თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე და სხვა მოწვეული სტუმრები. გამოფენა გაგრძელდება 24 სექტემბრამდე .

წყარო: “აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები