რთველი გვარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში რთველი გაიმართა. ყურძნის კრეფაში და დაწურვაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე აჭარის მთავრობის წევრებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მედიისა და საზოგადოების სხვა წევრები. სტუმრებს მასპინძლობას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე უწევდა.

ვაზის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა, სადაც სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია განთავსებული. ამ ეტაპზე სანერგეში 1 ტონამდე ცოლიკოური, ციცქა და კრახუნას ჯიშის ყურძენი დაიკრიფება, რომელიც დაიწურება და ღვინის სახლში ქვევრში განთავდება. რთველის შემდეგ ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები. ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდა ფოლკლორული ანსამბლი ქობულეთი.

წყარო:”აგროსერვის ცენტრი/Agroservice center

სხვა ვიდეოები