”რუსთავი 2” და ”ობიექტივის” ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახა

ბათუმში რუსთავი 2-სა და ობიექტივის ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჟურნალისტებმა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანთან მიკროავტობუსში და მსუბუქ ავტომობილებში დააფიქსირა მოქალაქეები სათადარიგო სიებით ხელში. ჟურნალისტების გამოჩენამ აქტივისტები გაღიზიანდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:

“ვფიქრობ, იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც მოქალაქეების უბანზე მოყვანას ცდილობდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც და სწორედ ამის გადაღებას ვცდილობდით, მხოლოდ რამდენიმე კადრი გვაქვს, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და იძულებულები გავხდით გამოგვეძახებინა საპატრულო პოლიცია” – ყვება რუსთავი 2 ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე დაიწყო წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები