სააკაშვილი: ფორმალურად, სამშობლო არ მაქვს და რომელ სამშობლოს ვუღალატებდი?!

ასე უპასუხა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლუცენკოს განცხადებას.

“დღეს ლუცენკომ საკუთარი რეალური მიზნები გაამჟღავნა. ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს მოღალატეა. მე არ ვიცი, თუ რომელ ქვეყანას ვუღალატე. მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს და ფორმალურად, მე სამშობლო არ მაქვს და ვისთვის უნდა მეღალატა?!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელევიზიაში.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები