სააკაშვილი: “განავალი როგორც არ უნდა შეფუთო, ის შოკოლადი ვერ გახდება”

საქართველოს ექს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეაფასა უკრაინაში წინასაარჩევნო მოვლენები. მისი განცხადები პეტრე პოროშენკო არავის აწყობს, “ხალხი ისევ ფიქრობს და დავობს თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი”. მისივე განმარტებით, უკრაინელ ხალხს პრეზიდენტის არჩევა სულ ერთი და იმავე ხალხის ჯგუფიდან უწევს.

“საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი უკრაინაში და ვიცი,ისევე როგორც თქვენ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახეობის განავალს გვთავაზობენ.

ამჯერად გვთავაზობენ ცხვირზე ხელის მოჭერას და ვამბობთ, რომ ნაკლებად ყარს და მოდით ამიტომ მას მივცეთ ხმა. როგორი შეფუთვაც არ უნდა ჰქონდეს განავალს, ის არ გახდება შოკოლადი. ჩვენ ამაში დავრწმუნდით.ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს განავალი – პოლიტიკური კლასი.

რამდენი წელია ვცხოვრობ უკრაინაში და ერთი ღარიბი პოლიტიკოსი არ მინახავს.გარკველი პერიოდი ვიყავი უკრაინულ პოლიტიკაში და ერთბაშად მომიშორეს, გამაგდეს ქვეყნიდან. ოპოზიციამ რაღაც დაიბზუილა და გაჩუმდა იმიტომ, რომ ეს ყველას აწყობს. არავის არ სჭირდება ადამიანი, რომელიც სისტემის წინააღმდეგ მიდის.

მათი პრობლემა მე კი არ ვარ, არამედ ისაა, რომ ქურდები არიან და იპარავენ”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

სხვა ვიდეოები