სააკაშვილი: საქართველო სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ!

სასამართლო შესვენებაზე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში, უკრაინის საელჩოსთან არიან შეკრებილი და მას მხარდაჭერას უცხადებენ.

“გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. არავის გულისთვის ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. გუშინ დადგა მაიდანი. ეს არის დიდი ძალა. მთელი ღამე ეს ხალხი იდგა ქუჩაში, სიცივეში, უბედურებაში. ძალიან მაგარი ხალხია.

დიდ მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვინც თბილისში უკრაინის საელჩოსთანაა შეკრებილი. საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 9 დეკემბრის ღამეს დააკავეს, მან იზოლატორში 2 დღეზე მეტი გაატარა. მას დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები