საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

ახალი წლის დადგომამდე სამი დღე დარჩა. ბათუმი ახალ წელს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამით ხვდება. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყო და 2 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

25 დეკემბრიდან ქალაქში ,,საახალწლო ქარავანი“ მოძრაობს, რომელიც ბათუმის სხვადასხვა უბანში პატარებისთვის გასართობ ღონისძიებებს აწყობს. ამ წუთებში ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი მიმდინარეობს. ხვალ, 30 დეკემბერს კი, ბათუმის ბენდების კონცერტები გაიმართება. ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, გალაკონცერტი ჩატარდება.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები