საახალწლო კონცერტი შუახევში

შუახევის მერიის მახარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საახალწლო კონცერტი.
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სალოტბარო სკოლა, სახელოვნებო სკოლა,სახელოვნებო სკოლა უჩამბის ფილიალი, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მერცხალი”, ქორეოგრაფიული ანსამბლები – ,,მარეთი” და ,,შუახევი”, ინდივიდუალური შემსრულებლები- რუსუდან დიასამიძე, თამუნა დუმბაძე, თეონა აბულაძე, ნინო ბერიძე, ქრისტინა და აჩიკო კეკელიძეები, მარინა ფევაძე, ნანული გოგიტიძე, დინა მიქელაძე, თამუნა მიქელაძე, როლანდ ივანაძე,ზაზა ხილაძე.

ახალი წელი მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცა.
საახალწლო ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურმა და ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში შერჩეულ თნამშრომლებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კულტურის ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ.

წყარო:”შუახევის კულტურის ცენტრი”

სხვა ვიდეოები