საახალწლო მიღება საკონსტიტუციო სასამართლოში

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, რეგიონში აკრედიტებული საკონსულოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ მიწვეულ სტუმრებს წლის ანგარიში წარუდგინა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები