საახალწლო პრემიები შუახევის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდა

წესის ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობით წლის ბოლოს, საახალწლო პრემიები და დანამატები მიიღეს ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. სადღესასწაულოდ დამატებითი თანხა არ გაუცია შუახევს, ეს იმიტომ, რომ ბიუჯეტში პრემიისთვისგანკუთვნილი თანხა აღარ იყო. პრემია არ მიუღიათ თანამდებობის პირებს არც ბათუმის მერიაში.

მერმა და მოადგილეებმა კანონით განსაზღვრული დანამატები მიიღეს, დანამატების და პრემიების რაოდენობამ დეკემბერში, მხოლოდ ბათუმში, დაახლოებით 200 ათასი ლარი შეადგინა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები