საახალწლო საჩუქრები მოხუცებისა და შშმ ბავშვებისთვის

ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ და შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თავმჯდომარემ, ბადრი ფარტენაძემ დღეს სათნოების სავანეში მცხოვრები მოხუცები მოინახულეს. სტუმრებმა სავანის ბინადრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული გადასცეს. სათნოების სავანის შემდეგ მერიის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და ბავშვებს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები