„საახალწლო თავგადასავალი გონიოს ციხეში“

„იყო და არა იყო რა… იყო ერთი ბოროტი ჯადოქარი, რომელმაც ბავშვებისკენ მომავალი თოვლის ბაბუა გონიოს კოშკში გამოამწყვდია…“
თოვლის ბაბუის გასათავისუფლებლად გონიოს ციხეში მოწვეულ ბავშვებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.
ბავშვებმა მოისმინენ ჯადოქარ-ქარგულას საინტერესო თქმულებებისა და საახალწლო ტრადიციების შესახებ.
ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

წყარო:”Ajara Heritage – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

სხვა ვიდეოები