საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტუმით მსვლელობას მოაწყობენ.

„29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“-ნათქვამია Critical Mass Batumi-ის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა.

„არ ვასწრებთ ერთმანეთს არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ რათა ერთად ვიმოძრაობთ და სანახაობრივადაც ლამაზი გამოვიდეს.

ვიჭერთ მარჯვენა ზოლს რათა გავატაროდ ავტომობილები მარცხენა ზოლიდან. მსვლელობა უნდა იყოს უსაფრთხო რადგან ბევრი გამოუცდელი ველომოყვარულია თავი დავიზღვიოთ ყველანაირი შემთხვევებისაგან. წვიმის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საწვიმარის წამოღება“-ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

მსვლელობა საღამოს რვა საათზე ანბანის კოშკიდან  დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები