საახალწლო ზეიმი დაბის ბაგა-ბაღში

ა(ა)იპ შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების დაბის სტრუქტურულ ერთეულში წინა საახალწლო ზეიმი გაიმართა. ლამაზად მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები, მინიატურული სცენები, ზღაპირის გმირები. პატარებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს და თოვლის ბაბუასაგან საჩუქრებიც მიიღეს. დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ და გამგებლის მოადგილემ რუსუდან შავაძემ მიულოცეს. საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები