საარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა

წინასაარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის საზაფხულო თეატრში, სადაც ქალაქის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.
– “ჩვენ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი მანდატით მოვიპოვებთ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებში – მიმართა შეკრებილებს მთავრობის თავმჯდომარემ.
წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა ლაშა კომახიძემ. მერობის კანდიდატმა მნიშვნელოვანი აქცენტები იმ პროგრამებზე გააკეთა, რომელიც მისი მერობის შემთხვევაში განხორციელდება.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ასევე სიტყვით მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და საკრებულოს “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველმა ნომერმა სულიკო თებიძემ.

წყარო:”ლაშა კომახიძე ბათუმის მერად / Lasha Komakhidze

სხვა ვიდეოები