საარჩევნო კომისიის სხდომა

ხმაურით დაიწყო კომისიის სხდომა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კამათი ოლქის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. დამსწრეებს აკრედიტაცია გავლილი არ ჰქონდათ, რის გამოც მათ გელა ხახნელიძემ სხდომის დატოვება მოთხოვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ირწმუნებოდნენ, რომ სხდომა ღიაა და მათ როგორც მოქალაქეებს დასწრების უფლება აკრედიტაციის გარეშე აქვთ. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესში  კომისიის წევრი  ასლან წულუკიძე ინდივიდუალურად არ მუშაობდა, რის გამოც დამკვირვებლებმა პრეტენზიები გამოთქვეს. ამ დროისთვის შედეგების დათვლა მიმდინარეობს. 669 განაცხადიდან კომისიამ ქობულეთის 65 უბანზე კომისიის 390 წევრი უნდა აირჩიოს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები