საბაგიროსთან ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. საბაგიროსთან ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა, 27 წლის კაცი,  რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. დანაშაული ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა. მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზის სამუშაოები.

წყარო:  “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები