საბავშვო ანსამბლი თურქეთში ავარიაში მოყვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში, გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ “ლამპრების” წევრები დაშავდნენ.

ავარია გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში. საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მიემგზავრებიან. მათი ინფორმაციით, მოზარდები სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. ანსამბლის წევრების ნაწილს დღესვე გადმოიყვანენ საქართველოში.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები