საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

ქედაში, წონიარისისა და დოლოგნის ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დოლოგნის საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გამო გაფართოვდება. დაგეგმილია წონიარისის საბავშვო ბაღის მიმდებარედ ეზოს მოწყობაც.

წელსვე, გათვალისწინებულია ზუნდაგაში არსებული მრავალფუნქციური შენობის, მათ შორის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს გამგეობა სულ 818 ათას ლარს დახარჯავს.
‘აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები