საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

ბათუმში,  საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. მიმდინარე წელს 1200 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. 31 საბავშვო ბაღში კი 7 ათას 510  ბავშვი ირიცხება.  მობილობის პროცესს  15 სექტემბერს დაიწყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დღეს მეთორმეტე ბაღში იმყოფებოდნენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბაღში 245 ბავშვია და 7 ჯგუფი უკვე დაკომპლექტდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ახალი ინვენტარი შეიტანეს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები