საბავშვო ბაღში სწავლა აზიური ფაროსანას შემოტევის გამო შეწყდა

N23-ე საბავშვო ბაღში  ფაროსანას მასიური შემოტევის გამო სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა. ​გადაწყვეტილება  აიპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება” დღეს მიიღო.

ინფორმაცია აიპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ” ს​ოციალურ ქსელში განათავსა. ” 23-ე საბავშვო ბაღში (.ხალვაშის გამზირი N281) 09-10 ოქტომბერს ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. საბავშვო ბაღში მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. N23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდება მავნე მწერების განადგურების შემდეგ” – წერია განცხადებაში.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები