საჩინოში წყალი მხოლოდ წვიმის დროს აქვთ

ქობულეთში, გამგეობამ გასულ წელს ორი სოფლის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის მილიონამდე ლარი დხარჯა, საჩინოში კი მოსახლეობას მაინც წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში წყალი მოდის, თუმცა მღვრიე.

გამგეობაში გვითხრეს, რომ ფილტრი 2018 წლამდე არ შეიცვლება. ამტკიცებენ რომ ამ დრომდე სამუშაოები ორ ეტაპად ჩაატარეს და რეზერვუართან ერთად მილები გამოცვალეს, ახლა კი დარჩენილია მესამე ეტაპი. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, თუ რეზერვუარში სოფლისთვის არასაკმარისი წყალია? “ქობულეთის სოფლის წყლის” დირექტორი კი გამოსავალს მხოლოდ წყლის ეკონომიურად მოხმარებაში ხედავს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები