საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით სასწრაფოს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ​​თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამის 1 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი არაა საქართველოს მოქალაქე და ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდა.  გარდაცვლილის ასაკისა და ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევას იკვლევს.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები