სად აღადგენს WHERE–ს ბათუმის ბულვარი

ქანდაკება WHERE–ს აღდგენითი სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 7362 ლარი გამოყო. ქანდაკება, რომელიც ახალ ბულვარში პლაჟის გასწვრივ იდგა, შტორმის შედეგად დაზიანდა. ის აქ დღეს არ დგას.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელახლა დასამზადებელია მხოლოდ ერთი დეტალი – E ასო, ქანდაკების დანარჩენი ნაწილები კი დასაწყობებულია.

ქანდაკება ისევ ახალ ბულვარში, თუმცა ახალ ადგილზე, შადრევნის მიმდებარედ დაიდგმება, ვინაიდან „პლაჟის გასწვრივ მისი ხელახლა დადგმა გამორიცხულია“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ქანდაკების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოებს ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

იმ ადგილზე სადაც ქანდაკება იდგა, დღეს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების გამო, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარამდე [ამფითეატრამდე] სანაპირო ზოლი ბათუმში შეღობილია რკინის ბადით და ზღვაში ბანაობა აქ აკრძალულია.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები