საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “შემოდგომის რიტმები” გაიხსნა

ქალაქ მცხეთაში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “შემოდგომის რიტმები” გაიხსნა. ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთის 12 ქვეყნის ფოლკლორულმა ანსამბლმა. ანსამბლი “არგინეთი” ფესტივალზე მაყურებელთა წინაშე წარმატებულად წარსდგა და ოვაციები დაიმსახურა. ფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. ფესტივალი მომდევნო დღეებში გაგრძელდება ყვარელში და 29 ოქტომბერს დასრულდება თელავში.

წყარო:”ხულოს კულტურის ცენტრი ხულო

სხვა ვიდეოები