საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში

სასტუმრო “SHERATON”-ში, გაიხსნა საქართველოს მეორე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირის (პროფესორი მ.ჩხაიძე), აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

კონფერენცის გახსნას ესწრებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება სამი ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სკიკერები აშშ –დან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციის 350-დან 400-მდე დელეგატი ესწრება. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით.

“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები