საერთაშორისო პლენერი დასრულდა

საერთაშორისო პლენერი „Plein Air – ბათუმი 2017“ დასრულდა. მე-12 საერთაშორისო პლენერის ფარგლებში აჭარაში 5 ქვეყნიდან 6 მხატვარი იმყოფებოდა. სტუმრები 10 დღის განმავლობაში რეგიონის მაღალმთიანეთსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ, შთაბეჭდილებები კი ფერწერულ ტილოებზე გადაიტანეს. 6 ოქტომბერს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა. საერთაშორისო პლენერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მოეწყო.

წყარო:”აჭარის ა/რ განათლების,კულტურის და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები