საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში შესყიდული იქნა 1080 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გოდგაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, შურმულის, ზემო ვაშლოვანისა და ქვემო ვაშლოვანის სასოფლო გზებზე მოეწყობა. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 192240 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „რეზი+2012“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სოფელ ოქრუაშვილებში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარე წელს, ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც განხორციელდება.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები