საია: ბათუმის უბნებთან პარტიის აქტივისტები ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას

ბათუმის უბნებთან სხვადასხვა პარტიის აქტივისტები ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას ან კიდევ ხდება მათთან გასაუბრება – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

ხიმშიაშივილის განმარტებით, უბნებთან შეინიშნება, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

” მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას მაგრამ აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე” – ამბობს ხიმშიაშვილი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები