საინფორმაციო კამპანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავვშირებით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რუსლან ქორიძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნოდარ ხალვაშთან ერთად მიმდინარე წლის 10-12 ოქტომბერს მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ახალშენში, მახინჯაურში, ორთაბათუმში, ფერიაში, შარაბიძეებში და თხილნარში გამართა.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იყო აღწერილი ციტრუსისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით მუნიციპალიტეტზე გადაცემული ბიფენტრინის შემცველი პრეპარატის თავისებურებები, მისი ეფექტურობა და გამოყენების აუცილებლობა.
სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე გადაცემულია 4200 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი, რომლითაც 4200 ჰა ფართობი დამუშავდება. შეხვედრის ბოლოს ფერმერებზე, გამგებლის წარმომადგენლებსა და აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებებზე გადაცემული იქნა საინფორმაციო ბუკლეტები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით.

წყარო:”ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები