საინფორმაციო კამპანია ,,დაუმიზნე ურნას”

ბათუმის მერიამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია #დაუმიზნეურნას , რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სუფთა ქალაქის შენარჩუნება. მერიისა და შპს ,,სანდასუფთავების“ არაერთი მოწოდების მიუხედავად, ქალაქის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქუჩების, სკვერების, პარკებისა და ეზოების დანაგვიანება, ასევე არ ხდება სანაგვე ურნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება.

სანდასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ დამატებით სამუშაოებს, რომელიც მოიცავს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დასუფთავებასა და ქუჩებიდან სამშენებლო მასალების გატანის ღონისძიებებს.

დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, სანაგვე კონტეინერების თვითნებურად გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ ხელს უშლის მოსახლეობას ტროტუარზე და ზებრა გადასასვლელზე მოძრაობაში. ასევე ხშირია მიწისქვეშა კონტეინერებისა და სანაგვე ურნების დაზიანებისა და დაწვის ფაქტები. ბათუმის მერია, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს მოსახლეობას შევინარჩუნოთ სუფთა ქალაქი ერთად და გავუფრთხილდეთ გარემოს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები