საინფორმაციო კამპანია -“ევროპა სახლია”

დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისში რეგიონული საინფორმაციო კამპანიის -“ევროპა სახლია” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ზოგად ინფორმაციას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის წესებისა და პირობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის სარგებლობის მხარეებზე, როგორც მოქალაქეებისათვის, ისე ქვეყნისათვის; ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შესაძლო საფრთხეები შეიძლება შეექმნათ მათ, თუ საზღვარგარეთ უნებართვოდ დარჩენას გადაწყვეტენ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.
კამპანია გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, “ღია საზოგადოების ფონდები” და სს “ლიბერთი ბანკი”, ხოლო მისი განმხორციელებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი(R-CSN),რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

წყარო”AEC Keda-ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

სხვა ვიდეოები