საინფორმაციო შეხვედრა ევროატლანტიკური ინტეგრაციია მნიშვნელობაზე

ბათუმის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის ინფორმირება და დისკუსიების ორგანიზება. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
“ქალაქ ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები