საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების დროს საქართველოს ერთი მოქლაქე გარდაიცვალა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, კიდევ ორს კი ეძებენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „მილიეთი“ ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში იარაღის მუქარით შეიჭრნენ, თუმცა იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა მაღაზიის იუველირი.

„ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ ქოჩერი და ერთ-ერთი თავდამსხმელი, ხოლო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დაიჭრა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების პროცესში პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, საიდანაც გაირკვა, რომ თავდამსხმელებს კიდევ ორ შეიარაღებულ პირი ახლდათ, მაგრამ მათ მაღაზიაში შესვლა ვერ მოასწრეს” – წერს გამომცემლობა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდნენ, მაღაზიის მახლობლად იქირავეს სახლი და რამდენჯერმე მაღაზიაში იმყოფებოდნენ ინფორმაციის შესაგროვებლად. პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას აგრძელებს“, – წერს „მილიეთი“.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები