სახალხო დღესასწაული-ჩაქვისთავობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დღესასწაულ „ჩაქვისთავობას“ დაესწრნენ. ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება, წელსაც გამოავლინეს საპატიო ჩაქვისთაველები, რომლებიც სპეციალური სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. აქვე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ნარდში, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადასცეს. მტირალას ეროვნულ პარკში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

“აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები